შეხვედრა თვითმმართველობის ექსპერტებთან


Share this Page:


6 დეკემბერს, მცხეთაში, თვითმმართველ ქალაქებში თვითმმართველობის გაუქმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა, სადაც ექსპერტებმა - ირაკლი მელაშვილმა და ლადო სანიკიძემ თვითმმართველობების შენარჩუნებისა და გაძლიერების ხელშეწყობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრის მიზანი დაინტერსებულ საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაცნობა იყო თვითმმართველობაში მიმდინარე ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ; გამოწვევები, რომლებიც გაუქმებულ თვითმმართველ ქალაქებში დადგა; ურთიერთობები არასამთავრობო სექტორთან . ასევე, პრობლემიდან გამოსავლის ძიება და მოსახლეობის პოზიციასთან ერთად მისი ხელისუფლებამდე მიტანა. პროექტი განხორციელდა ა/ო ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრის, ინტერენეტგამოცემა TSpress.ge-სთან ერთად, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიისა და არასამთავრობოთა ორგანიზაციის წარმომადგენლები.