MTSKHETA TOURIST SIGHTSEEING


Share this Page:



საკურორტო ადგილები:

საგურამო, კარსანი (პროფილაქტიკური, კარდეოლოგიური მიმართულების საკურორტო ადგილი) ზედაზენი, წიწამური, წეროვანი, ცხვარიჭამია (კლიმატური, პროფილაქტიკური)



დაცული ტერიტორიები:

საგურამოს ნაკრძალი ( თბილისის ეროვნული პარკი) - უკავია 5300ჰა. ნაკრძალის უმეტესი ნაწილი დაფარულია ტყით. ხე-მცენარეებიდან გავრცელებულია: წიფელი, რცხილა, მუხა, თელა, ნეკერჩხალი, და სხვა. საგურამოს ქედი აღმოსავლეთ საქართველოს "კოლხური ტყის კუნძულია", სადაც გვხვდება მესამეული დროის ფლორის რელიქტები - ჭყორი, მოცვი, კოლხური სურო, ბზა, უთხოვარი, კატაბარდა, და სხვა. ძუძუმწოვარა ცხოველებიდან გავრცელებულია: ირემი, შველი, მცირე რაოდენობით დათვი, მელა, მგელი და სხვა. არის მრავალი სახეობის ფრინველი.



ბუნებრივი ძეგლები:

ჭერმის კლდეები - მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, სამხედრო გზაზე, თბილისიდან მე-17 კმ-ზე, სოფლებს მუხადგვერდსა და დიღომს შორის. ზ.დ. 550-600მ. მტკვრის მარჯვენა ფერდობის კლდეებზე, რომლებიც აგებულია ოლიგოცენ-მიოცენის არკოზული ქვიშაქვებით, ატმოსფერული ფაქტორების შემოქმედების შედეგად წარმოქმნილია თავისებური ფსევდოკარსტული ფორმები. სახელწოდება "ჭერმის კლდეები" მიგვითითებს ძველ სოფელ ჭერემზე, რომელიც არსებობდა წინათ ამ ადგილზე. ყურადღებას იპყრობს ბუნებრივი კამარა (სიგანე 3,2მ, სიმაღლე – 2,6მ თაღის სისქე -0,7-1მ) რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში "ჩაკიდულის" სახელითაა ცნობილი.



ენდემური ჯიშები:

არმაზის შვიდანწლა - აღმოსავლეთ საქართველოს ენდემი, დაბალტანიანი ხე ან ბუჩქი, გვხვდება მხოლოდ არმაზის ხეობაში.
ქართული თხილი - კავკასიის ენდემური მცენარე და მესამეულის იშვიათი რელიქტია, გვხვდება მცხეთაში - მარტაზის ხეობაში.



სატყეო მეურნეობა:

მცხეთის სატყეო მეურნეობა, ფართობი 2800 ჰა;
ძირითადი მდინარეები: მტკვარი, არაგვი, ქსანი;
ქედები: სხალტბის, საგურამოს, თრიალეთის, საწკეპელის, მსხალდიდის, ქართლის.

ცხოველთა სამყარო:

ძუძუმწოვრები: შველი, გარეული ღორი, კავკასიური მურა დათვი, მგელი, მელა, ტურა, ფოცხვერი, კურდღელი, მაჩვი, კვერნა, დედოფალა წავი, ზაზუნა;
ფრინველები: კაკაბი, მწყერი, გარეული მტრედი, შაშვი, კაჭკაჭი, ყვავი, ბეღურა;
თევზები: ქაშაპი, მტკვრის ტობი, ხრამული, მტკვრის წვერა, მურწა, ფრიტა, გველანა, კობრი.

გადმოსახედი ადგილები:

ჯვარის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია;
ზედაზენის მიმდებარე ტერიტორია;
არმაზციხის (ბაგინეთი) ტერიტორია.

კარვის გასაშლელი ადგილები:

სამთავროს მონასტრის მიმდებარე ტერიტორია (ქ. მცხეთა);
თეატრონის მიმდებარე ტერიტორია (ქ. მცხეთა).

საპიკნიკე ადგილები:

ჯვრის ასახვევთან ნაძვნარში (ზაჰესთან);
წმ. დემეტრეს ტაძრის მიმდებარე ტერიტორია (ქ. მცხეთა);
თეატრონის მიმდებარე ტერიტორია (ქ. მცხეთა);
ზედაზნის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია - "ნადარბაზევი".

ტურისტული ავტობუსების გასაჩერებელი ადგილები:

მცხეთის მთავარი ავტოსადგომი;
სამთავროს მიმდებარე ტერიტორია.

კულტურის ძეგლები:

არმაზის ციხე –XIII-XIV სს;
ბებრის ციხე – ადრე შუა საუკუნეები;
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი - აშენებულია 1010-1029 წლებში;
სამთავრო - გუმბათიანი ეკლესია XI სს.
წმ. ნინოს გუმბათიანი ეკლესია – IV-V სს.
წმ. Nნინოს ეკლესია (ბაზილიკა) –ადრე შუა საუკუნეები;
ანტიოქიის ეკლესია – IV-V სს.
მცხეთის ჯვრის ტაძარი – VI-VII სს.
შიომღვიმე – სამონასტრო ანსამბლი VI- XIIსს.
ზედაზენი – სამონასტრო ანსამბლი: ეკლესია VIII სს.
წილკნის ღვთისმშობლის ეკლესია–სამნავიანი ბაზილიკა IV-VII სს. გუმბათიანი ეკლესია შუა სს.
მუხრანი ციხე - გალავანი XIII ს. ორი ეკლესიით. სასახლე XIX ს.
კალოუბნის წმ. გიორგის ეკლესია XII ს.
ქსნის ციხე – XVI ს.
ძველი ხიდი - ძვ.წ. III-IV.

მუზეუმები:

დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი (ქ.მცხეთა);
ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-მუზეუმი (საგურამო).

არქეოლოგიური ძეგლები:

არმაზციხე - ბაგინეთი – ქართლის სამეფო რეზიდენცია ძვ.წ. IV-ახ.წ.V სს;
ქართლის პიტიახშთა არმაზისხევის რეზიდენცია ახ. წ. I-V სს. აბანო - ძვ. წ. IV – ახ. წ. ა. V საუკუნეები ;
სამთავროს სამაროვანი - ძვ.წ II ათასწ. ახ.წ. VII;
მცხეთის აკლდამა – I-II სს.
ძალისის ნაქალაქარი – ძვ. წ. ა. II – ახ.წ.აღ. VII სს.

კულტურული ტურები:

სვეტიცხოველი - საკათედრო ტაძარი (ქ.მცხეთა);
სამთავროს სამონასტრო კომპლექსი (ქ. მცხეთა);
არმაზციხე ( ბაგინეთი) არქეოლოგიური ძეგლი (ქ.მცხეთა, კარსანი);
არმაზისხევის არქეოლოგიური კომპლექსი, აბანოები, (ქ.მცხეთა, არმაზი);
სამთავროს ველის ნეკროპოლისი_არქეოლოგიური კომპლექსი (ქ. მცხეთა);
ბებრის ციხე ( ქ. მცხეთა);
ჯვარი - (ქ. მცხეთა);
ზედაზენი - (სოფ. საგურამო);
შიომღვიმე – (ქ.მცხეთა);
ძალისის არქეოლოგიური ძეგლი - (სოფ. ძალისი);
წილკნის ღვთისშობლის ეკლესია - (სოფ.წილკანი);

ღვინის ტურები: ღვინის დაგემოვნება – დეგუსტაცია და შეძენა, სადილი, შესაძლებელია კულტურული პროგრამა.

ღვინის პალატა - (მცხეთა);
იაგო ბიტარიშვილის მარანი - (სოფ. ჩარდახი);
ღვინის კომპანია "შატო მუხრანი" - (სოფ. მუხრანი);

სათავგადასავლო ტურები:

საფეხმავლო ტურები ჯვარი, ზედაზენი, კარსანი – წმ.ნინოს ეკლესია, არმაზციხე-ბაგინეთი, არმაზის ციხე და ღვთისმშობლის ეკლესია. ჩანჩქერების კასკადი.
საცხენოსნო ტურები: ჯვარი, ზედაზენი, კარსანი – წმ.ნინოს ეკლესია, შიომღვიმე.

რელიგიური ტურები: (კომბინირებული ტური: ფეხით და ტრანსპორტით)

მცხეთა წმინდა ქალაქი (სვეტიცხოველი-ქრისტეს კვართის, ელია წინასწარმეტყველის ხალენის ადგილსამყოფელი);
13 ასურელი მამის ცხოვრება და მოღვაწეობა (შიომღვიმეს სამონასტრო კომპლექსი, ზედაზენის მონასტერი, წილკნის საკათედრო ტაძარი);
წმინდა ნინოს ცხოვრება და ქართლის გაქრისტიანება (სამთავრო, ჯვარი, წმ. ნინოს ეკლესია).

ფესტივალები:

"მცხეთობა " უფლის კვართის დღესასწაული. (14 ოქტომბერი);
თაფლის ფესტივალი. (ნოემბერი);
ღვინის და კულინარიის ფესტივალი (ნოემბერი);

პიკნიკი - (ბაგინეთი, კარსანი, შიომღვიმე, ზედაზენი ,ჯვარი)

ახალი პროექტები:

1.სოფლის ტურიზმი (აგროტურიზმი) სოფლის მოსახლეობის მეურნეობების, , ფერმერული გაერთიანებების ბაზაზე (მისაქციელი, ახალუბანი, ერედა, წილკანი, ძალისი, ნიჩბისი და სხვა..)
2.ლაზერ-შოუ : "მცხეთა-საქართველოს უძველესი დედაქალაქი" (ქ. მცხეთა, შერჩეულია კარსნის , წიწმურის, მიმდებარე ტერიტორია) პროექტი ითვალისწინებს ეგვიპტეში, გიზასა და ლუქსორში არსებულ პროგრამის მსგავს პროგრამას და გათვლილია ძირითადად ორგანიზებულ ტურისტულ ჯგუფებზე.
3. სამდინარო ტურები:
მცხეთა - მიმოხილვითი ტური, კატარღით, (მტკვარზე და არაგვზე);
გასეირნება ნავებით, კაიაკებით. ჯომარდობა.



საქართველოს კონსტიტუცია



საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ



ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი



საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი