არმაზის დასახლებაში სასმელი წყლის ჭაბურღილის მშენებლობა დასრულდა


გააზიარე:


ქალაქ მცხეთის არმაზის დასახლებაში სასმელი წყლის დამატებით ახალი ჭაბურღილის მშენებლობა დასრულდა, ასევე მცხეთის მუნიციპალიტეტის თემის 2 სოფელში: აღდგომლიანთკარში და ახალდაბაში. ზემოაღნიშნული პროექტები გრანტის სახით დააფინანსა ამერიკულმა საქველმოქმედო ფონდმა ,,ლდს-ჩერიტი’’-მ. არმაზში, სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით, განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერეს მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, ქალაქ მცხეთის მერმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ, ვიცე მერმა გიორგი ელოშვილმა, საკრებულოს წევრმა მიხეილ ბუჯიაშვილმა, ორგანიზაცია ,,ლდს-ჩერიტი’’-ს მისიის ხემძღვანელებმა საქართველოში ბატონ პეტ და ქორლა მაკფარლეინებმა, ა(ა)იპ,,ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების'' ხელმძღვანელმა გია ატაშვილმა.
არმაზის დასახლებაში წყალ-საკანალიზაციო პრობლემები მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა. მცხეთის მერიამ დონორ ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაცია „ელდი ეის ჩერიტის“ წარმომადგენლებთან ერთად, მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა 2016 წელს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფინანსურ დახმარებაზე, რის შედეგადაც, სასმელი წყალი მრავალბინიან სახლებსა და არსებულ საბავშვო ბაღს, ჭაბურღილის გაკეთების შემდეგ შეუფერხებლად მიეწოდოს. ასევე, გრეძელდება მოლაპარაკებები ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაცია „ლდს ჩერიტი“-ს წარმომადგენლებთან . სასმელი წყლის ავზის სათაო ნაგებობის მოწესრიგების მიზნით გამოითქვა მზადყოფნა, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას და მოსახლეობამდე წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია მოხდება.