არმაზში სასმელი წყლის ახალი ჭაბურღილის მშენებლობა დაიწყო


გააზიარე:


ქალაქ მცხეთის არმაზის დასახლებაში დაიწყო სასმელი წყლის დამატებით ახალი ჭაბურღილის მშენებლობა. 24 თებერვალს, ჭაბურღილის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს: ქალაქ მცხეთის მერმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანმა, ა(ა)იპ ,,ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების'' ხელმძღვანელმა გია ატაშვილმა და ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია ,,LDS_Charities“-ის ხელმძღვანელებმა საქართველოში, ალექსეი ლობანოვმა, ბატონ პეტ და ქალბატონ ქორლა მაქფარლეინებმა. არმაზის დასახლებაში წყალ-საკანალიზაციო პრობლემები მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა. მცხეთის მერიამ დონორ ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაცია „ელდი ეის ჩერიტის“ წარმომადგენლებთან ერთად, მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა 2016 წელს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფინანსურ დახმარებაზე, რის შედეგადაც, სასმელი წყალი მრავალბინიან სახლებსა და არსებულ საბავშვო ბაღს, ჭაბურღილის გაკეთების შემდეგ შეუფერხებლად მიეწოდოს. აღნიშნული პროექტის ღირებულება შეადგენს 61 160 ლარს (მათ შორის 55600 გრანტია) და მიმდინარე წელს დასრულდება.