აშშ-ს ელჩი დღის ცენტრში


გააზიარე:


23 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ, პირველ მოადგილესთან გურამ ამირიძესთან, ქალაქ მცხეთის მერთან ავთანდილ ნემსიწვერიძესთან და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზურაბ აბესაძესთან ერთად, სარეაბილიტაციო დღის ცენტრში „ მომავლის რწმენა“, შშმ და სოციალურად დაუცველი ბავშვების ნამუშევრები დაათვალიერეს.
ღონისძიების ფარგლებში, ა(ა)იპ ,,ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების” გენერალურმა დირექტორმა გიორგი ატაშვილმა, სარეაბილიტაციო დღის ცენტრის ბენეფიციარებს, სპეციალური საჭიროების სავარძელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ჰიგიენისა და პირადი მოხმარების საშუალებები გადასცა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ სოლოღაშვილი, ქალაქ მცხეთის საკრებულოს წევრი მიხეილ ბუჯიაშვილი, ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ლდს ჩერიტის“ (LDS-Charities) წარმომადგენლები.
დაწესებულებაში, სპეციალური სასწავლო პროგრამის საშუალებით, თვითრეალიზების, პიროვნული განვითარებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის უზრუნველსაყოფად, 22 ბენეფიციარი ყოველდღიურად ეუფლება სხვადსხვა სახელოვნებო-პროფესიულ და საგანმანათლებლო უნარ-ჩვევას. მათ შორის: ცეკვა, სიმღერა, ქარგვა, ხატვა და სხვა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შშმ და სოციალურად დაუცველთა სარეაბილიტაციო ცენტრი 3 წელია ფუნქციონირებს და პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია.