გზის მოასფალტება წეროვანში.


გააზიარე:


მცხეთის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში უკვე დასრულებულია სოფლამდე მისასვლელი და შიდა საუბნო გზების მშენებლობა, ნაწილში ახლაც მიმდინარეობს, ხოლო დარჩენილ სოფლებში ანალოგიური სამუშაოები მომავალში განხორციელდება.
წეროვნის ადნმინისტრაციულ ერთეულში ამჟამად მიმდინარე გზების მოასფალტება რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება. გზის გარკვეული მონაკვეთის მოასფალტება და ორმოული ამოვსება უკვე დასრულდა წეროვნის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დასახლებაში, ჩარდახთან დამაკავშირებელ გზაზე დაიგო ხუთმეტრიანი სიგანის ასფალტის საფარი. დღეს დაიწყო ქვემო წეროვნის საუბნო გზის მოასფალტებაც, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. სამუშაოებს შპს ,,გზამშენი 2“ ასრულებს, რომელმაც ანალოგიური სამუშაოები ჩაატარა მუხრანში, ვაზიანში, ქანდაში, ციხისძირსა და მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში.