"დავასუფთაოთ მსოფლიო ! დავასუფთაოთ საქართველო".


გააზიარე:


16-17-18 სექტემბერს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით. გაეროს დევიზია: ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობაა... კამპანია, რომელიც ყოველი წლის სექტემბერს ტარდება, ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციებისა და შესაბამისი პროგრამების განხორციელებისათვის, აერთიანებს მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სასწავლო დაწესებულებებს და ცალკეულ პირებს. აღნიშნულ აქციას, 16 სექტემბერს ქალაქ მცხეთის მერია და ა(ა)იპ-ები შეუერთდნენ და მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მიერ დასუფთავდა კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია. დასუფთავების აქციები ჩატარდა პროექტის - ,,დავასუფთაოთ საქართველო -საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“– ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო.