დავასუფთაოთ საქართველო.


გააზიარე:


11 დეკემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში პროექტ „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან. გარემოს მონიტორინგის და ნარჩენების მართვის ექსპერტებმა , შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ნარჩენებთან დაკავშირებით საერთაშორისო ვალდებულებები, ევროპული გამოცდილება და რეგიონებში საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის პერსპექტივები, საქართველოში ნარჩენების მართვის საკანონმდებლო მოთხოვნები , არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდინარე ეკოსისტემების მდგომარეობაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ნარჩენების მართვის დაგეგმვა. პროექტს შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი „ საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა “.