დასუფთავების აქცია


გააზიარე:


დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ “სუფთად ევროპისკენ“ დასუფთავების კვირეული დაიწყო, რომელმაც საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. 29 აპრილს , დასუფთავების აქციას , ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა და ქალაქ მცხეთის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახურის დახმარებით , კულტურის სახლის და მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მიმდებარე ტეროტორია გაიწმინდა ნარჩენებისგან . აქციაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ მცხეთის მერმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ, ვიცე მერმა გიორგი ელოშვილმა, საკრებულოს წევრებმა, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ის, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის და მერიის თანამშრომლებმა.
ქალაქ მცხეთის მერია მოგიწოდებთ ნუ დავაბინძურებთ გარემოს! თითოეულმა მოქალაქემ გავაცნობიეროთ დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოვიმუშაოთ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა სამინისტროებმა, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, მუნიციპალიტეტებმა, ბიზნესისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს. მთელი კვირის განმავლობაში დასუფთავების აქცია საქართველოს 10 რეგიონის 74 მუნიციპალიტეტში გაიმართა. 464 ლოკაციის დასუფთავებაში ჯამში 22 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ნარჩენების მართვის კოდექსი ითვალისწინებს შემდეგი ტიპის სანქციებს - მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება 1. 2 - კგმდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 80 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა ნაგებობიდან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, – გამოიწვევს მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას 120 ლარის ოდენობით. 4. 5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. 5. 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს ანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 6. 2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსისაგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 7. 2 კგ ან 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება (გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 8. 1 მ3 ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 9. დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.