ვაქცინაციის გლობალური ალიანსის „GAVI“-ის წარმომადგენლები მცხეთაში


გააზიარე:


2 მარტს, ქალაქ მცხეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში გაიმართა შეხვედრა იმუნიზაციის და ეროვნული პროგრამის, ვაქცინაციის გლობალური ალიანსის „GAVI“-ის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ქალაქ მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე და მცხეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან ლორია. „GAVI“-ის წარმომადგენლებს, პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ქეთევან ლორიამ, სამედიცინო კუთხით მიაწოდა ინფორმაცია ქალაქში და რაიონში არსებული პრობლემების და სიახლეების შესახებ. ისაუბრეს იმუნიზაციის, როგორც მნიშვნელოვანი ინტერვენციის შესახებ. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ასევე იმუნიზაციის დროს გამოყენებულ ვაქცინების საიმედოობაზე, იმუნიზაციის კალენდარსა და ვაქცინაციით მართვად ინფექციურ დაავადებებზე. რამდენად საჭიროა ბავშვებისათვის ვაქცინის დროული გაკეთება და მიმართვიანობა პოლიკლინიკებში, რამდენად იჩენენ დედები ინტერესს ჩაერთონ იმუნიზაციის პროგრამაში. ცენტრის ხელმძღვანელმა სტუმრებს სამედიცინო დაწესებულება დაათვალიერებინა და უშუალოდ დაესწრნენ იმუნიზაციის პროცესს. შეხვედრის მიზანი იყო სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება და იმუნიზაციის სფეროში გამოცდილების გაზიარება.