"იკითხე წიგნები, უკეთესი იქნები"


გააზიარე:


27 აპრილიდან 5 მაისამდე მიმდინარეობს საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეული. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების „მაყვალა მრევლიშვილის სახელობის საბავშვო“ და მცხეთის „შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის“ მიერ, ქალაქ მცხეთის ბიბლიოთეკებში, გაიმართა სხვადასხვა სახის ღონისძიებები. 4 მაისს, კი აქცია სახელწოდებით "იკითხე წიგნები, უკეთესი იქნები" ჩატარდა მცხეთის N 1 საჯარო სკოლაში და მეორე კლასის აღსაზრდელებს გადაეცათ საბავშვო ჟურნალები და საკალნცელარიო ნივთები.