მერიასა და კულტურის ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა


გააზიარე:


29 მაისს, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქართველ ხალხთან მეგობრობის და კულტურის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს ქალაქ მცხეთის მერმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ და ქართველ ხალხთან მეგობრობის ფრანგული კულტურული ასოციაციის თავმჯდომარემ ტიერი ბერიშვილმა. მემორანდუმის მიზანია კონკრეტული გახადოს თანამშრომლობა ქართველი ერის კულტურისა და ისტორიის გაცნობისთვის საფრანგეთში და განავითაროს კეთილმეგობრული ურთიერთობები საფრანგეთსა და საქართველოს შორის. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, თანამშრომლობა მხარეებს შორის მოიცავს კულტურულ, სპორტულ, ტურისტულ, ეკონომიურსა და ისტორიულ სფეროს ყველა ასპეტქში. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია გამოთქვავს მზადყოფნას ითანამშრომლოს ქართველ ხალხთან მეგობრობის და კულტურის ფრანგულ ასოციაციასთან საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონებში, გამოფენებისა და კულტურული ღონისძიებების მოწყობის მიზნით. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ ფრანგული დელეგაციის წარმომადგენელი ლევილი სურ-ორჟის პასუხისმგებელი პირი საქართველოსთან ურთიერთობის საკითხებში დანიელ ესპრენი, ქალაქ ცხეთის მუნიციპალიტეტის და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები, მსახიობები და რეჟისორები. შეხვედრის დასასრულს ქალაქ მცხეთის მერმა მოწვეულ სტუმრებს დაათვალიერებინა ახლადაშენებული კულტურის სახლი და ნარეკვავის N 2 საბავშვო ბაღი.