მუნიციპალური განვითარების პროექტის პრეზენტაცია.


გააზიარე:


მსოფლიო ბანკისა და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა, რეგიონული განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის შესაძლებლობის განვითარების პროექტი დაიწყეს. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში, პროექტის ფარგლებში გაცნობითი სახის შეხვედრა გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობების ხელძღვანელებთან.
საქართველოს მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის მიერ შემუშავებულია ტრენინგების პროგრამა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის სივრცითი დაგეგმვის, აქტივობების მართვის და კაპიტალური საინვესტიციო გეგმების თემებზე. შეხვედრაზე განიხილეს პროექტი და ისაუბრეს მომავალი ტრეინინგის შესახებ, რომელზეც თითოეული საკრებულოს ხელმძღვანელის მიერ დასახელებული 2 თანამშრომელი დაესწრება, გადამზადებული კადრები კი ახალი გამოცდილებით გააგრძელებენ მუშაობას, რაც მუნიციპალიტეტის განვითარებას შეუწყობს ხელს. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ სოლოღაშვილი, ქალაქ მცხეთის, მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები.