მცხეთაში დ. აღმაშენებლის N73 მიმდებარედ ტრენაჟორების კუთხე მოეწყო.


გააზიარე:


ქალაქ მცხეთაში დ. აღმაშენებლის N73 მიმდებარედ ( ბაზრის უბნის დასახლებაში) დასრულდა სკვერთან ახლოს კეთილმოწყობის სამუშაოები. დამონტაჟდა კაუჩუკის საფარი 7 სახეობის ტრენაჟორისთვის, მოსასვენებელი სკამები, სანაგვე ურნები, განათების დეკორატიული ბოძები, ტრენაჟორების კუთხე გადაიხურა გამჭვირვალე კორბოლექსით, დაიგო დეკორატიული ფილები. კეთილმოწყობის სამუშაოები განახორციელა შპს „მშენკომპლექს“-მა.