მცხეთის ,,საჭაშნიკე“-ს 50 წლის იუბილე.


გააზიარე:


2 ივლისს, ქალაქ მცხეთის კულტურის ცენტრში, მცხეთის ,,საჭაშნიკე“-ს 50 წლის იუბილე აღინიშნა, რომელიც მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ,,საჭაშნიკე“-ს ადმინისტრაციის მიერ მოწვეული სტუმრები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ,,საჭაშნიკეს“იუბილე მიულოცეს პარლამენტის დარგობრიბი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა, დეპუტატებმა კობა ნარჩემაშვილმა და მირიან წიკლაურმა, ჯამლეტ ხუხაშვილმა, დიმა ჯაიანმა, სოსო ჯაჭვლიანმა, მეცნიერმა და გამომგონებელმა თემურ მაისურაძემ, პოლიტიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ. საიუბილეო საღამოზე მონაწილეობდნენ : ანსამბლი ,,მცხეთა“,თემურ წიკლაური, რუსა მორჩილაძე, ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი და სოფო ბედია. ღონისძიების დასასრულს ქალაქ მცხეთის მერმა, ავთანდილ ნემსიწვერიძემ, მცხეთელების სახელით მცხეთის ,,საჭაშნიკე“-ს დამფუძნებელს, დიმიტრი ალავიძეს წარმატებული ქართული ბიზნესისა და დიდი ქველმოქმედებისათვის მადლობის სიგელი გადასცა.