ნიჩბოსნობაში რეგიონალური შეჯიბრი გაიმართა.


გააზიარე:


21 სექტემბერს, ქალაქ მცხეთაში მდინარე მტკვარზე გაიმართა ნიჩბოსნობაში რეგიონალური შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო18 წლამდე ასაკის 30-მდე სპორტსმენმა . გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები. ღონისძიებას ესწრებოდნენ : მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიეტის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე, ვიცე მერი გიორგი ელოშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი, ა(ა)იპ კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი შორენა არჯევანიძე და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები.