საავტომობილო ტური „მოგზაურობა ათიათას კილომეტრიან აბრეშუმის გზაზე“


გააზიარე:


მასშტაბური კულტურულ-ეკონომიკური მედიაღონისძიებაა, რომელმაც სტარტი 2014 წლის 19 ივლისს ჩინეთის ქალაქ სიანში (ისტორიულად აბრეშუმის გზის სათავე) აიგო. საქართველოში მონაწილეები ლარსის გავლით 20 აგვისტოს შემოვიდნენ. მონაწილეები საქართველოში შემდეგ მარშრუტს გაივლიან: ლარსი-სტეფანწმინდა-თბილისი-მცხეთა-უფლისციხე-ქუთაისი-ბათუმი-სარფი. ღონისძიებაში მონაწილეობენ ჩინეთის ტელე-რადიო არხების, ბეჭვდური მედიის, ინტერნეტ გამოცემებისა და წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების ცნობილი ჟურნალისტები და გადამღები ჯგუფები. ისინი ყველა ქვეყანაში მოამზადებენ საინფორმაციო მასალებს, რომლებიც ჩინერენოვან მოსახლეობას მიეწოდება მსოფლიოს მასშტაბით. ტურის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და კულტურული ღონისძიებები.

მონაწილეებს დღეს მცხეთამ უმასპინძლა, სადაც წარმოდგენილი იყო მცხეთის კულტურის სახლის ქორეოგრაფიული ანსამბლი „იბერიონი“ და ფოლკლორული ანსამბლი. შეხვედრას მცხეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი, მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე და მცხეთის თემის საკრებულოს თავმჯდომარე გურამ ანსიანი ესწრებოდა.

საქართველოში მონაწილეები 4 დღე დარჩებიან და 24 აგვისტოს თურქეთის მიმართულებით გაემგზავრებიან.