სამხარეო საკონსულტაციო საბჭო


გააზიარე:


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა, მცხეთა-მთიანეთის პრეზიდენტის რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანი სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს შექმნაა, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ინტერესების წარმოდგენას და გათვალისწინებას. საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ მცხეთის ხელმძღვანელები არიან, რომელმაც უკვე დაიწყო მუშაობა სამოქმედო გეგმაზე. ეს არის რეგიონული განვითარების სტრატეგიის განხორციელებისათვის, პროექტებისა და ღონისძიებების, საშუალოვადიანი 3 წლიანი სამოქმედო გეგმა. სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ , კონკრეტული პროექტები 2015 წელს უნდა წარმოადგინოს. შეხვედრაზე შეთანმხდნენ, რომ მხარეები გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით.