საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.


გააზიარე:


15 სექტემბერს, ქალაქ მცხეთის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, ქალაქ მცხეთის მერმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ და ა(ა)იპ კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა შორენა არჯევანიძემ , სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. პირველკლასელებს მცხეთის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკისგან საჩუქრად გადაეცათ წიგნები, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერი და უფასო სახელმძღვანელოები გადაეცა. სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლებში გაიმართა ღონისძიებები, სადაც პირველკლასელებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სხვა მოსწავლეებმაც.