კულტურული მემკვიდრეობა


გააზიარე:


1. არმაზის ციხე – XIII-XIV სს.

არმაზის ციხე, არქიტექტურული ძეგლი დგას არმაზისხევის სათვეებთან, რკინიგზის ხაზის სამხრეთით, 3 კმ-ზე, ორხედს შორის აღმართულ ძნელად მისადგომ მაღალ კლდოვან მთაზე. თარიღდება XIII-XV სს-ით. ციხე შედგება გალავნისა და კოშკისაგან. ნაგებია ნატეხი ქვით, იგი ძლიერ დაზიანებულია. ციხეს შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთით ჰქონია. გალავანი გეგმით ტრაპეციის მაგვარია. კოშკი გალავნის სამხრეთ ნაწილში დგას. შიგნით მისი ერთი კუთხე ცერათაა გადატიხრული. შესსვლელი მეორე სრთულზეა ჩრდილოეთით. ამ სართულზე მოზრდილი სარკმელია. მესსამე სართულის კედლების მხოლოდ ქვედა ნაწილია შემორჩენილი.





2. ბებრის ციხე – ადრე შუა საუკუნეებში.

მცხეთის ჩრდილოეთ გარეუბანში, მდ. არაგვის მარჯვენა სანაპიროზე კლდის თავზე აღმართულია ადრინდელი შუა საუკუნეების ციხესიმაგრე _ ბებრის ციხე, რომელსაც ვახუშტი ბაგრატიონი ბელტისციხეს უწოდებდა. მისი აგების დრო ზუსტად არ არის დადგენილი, მაგრამ ამ მიდამოებში დადასტურებულია ანტიკური ფეოდალური ხნის არქეოლოგიური ფენები. ოდესღაც იგი მცხეთის კარს კეტვდა არაგვის ხეობის მხრიდან და იცავდა ქლაქს. ციხე ნაგებია თანაბარი ზომის ნატეხი ქვით. იგი შედგება ციტადელისა და ქვედა ეზოსგან. ციტადელის გეგმა სამკუთხედის ფორმისაა. სამივე კუთხეში კოშკი მდგარა. ყველაზე დიდი სამხ.დასავლეთის კოშკიდან შემორჩენილია სმი სართული. კოშკებში შემორჩენილია ერთი საინტერესო დეტალი. მათ აქვთ თავისებური საბრძოლო ხვრელები, სავარაუდოდ ისრის სატყორცნები. არის ერთი ფაქტი, რომელიც მიგვითითებს იმის შესახებ, რომ ციხეს შუა საუკუნეებში დიდი მნიშვნელობა ჰქონია. როგორც ჩანს იგი ციხე-დარბაზის როლსაც ასრულებდა. ბებრის ციხე ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად მოხსენებულია ლაშა გიორგის დროინდელ მემატიანესთან, რომელიც მოგვითხრობს, რომ დავით აღმაშენებლის ვაჟი, მეფე დემეტრე I მიიცვალა ბელტის ციხეს, საიდანაც იგი გადაასვენეს მისგანვე კურთხეულ გელათის მონასტერში.

3. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი – 1010-1029 წლებში.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს მცხეთაში მტკვრისა და არაგვის შესრთავთან. სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული ნაგებობაა საქართველოში დღემდე შემორჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანულ საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. ტაძრის პირველი ნაგებობის მშენებლობა უკავშირდება ქართლის სამეფოს მიერ ქრისტიანობის მიღებას, ფეოდალიზმის ჩასხვის პირველსავე ხანებში. IVს-ის 30-იან წლებში გაქრისტიანებულ მირიან მეფემ წმ. ნინოს რჩევით ააგო პირველი ხის ეკლესია იმ ადგილას სადაც დაფლულია ქრისტეს კვართი, რომელიც მცხეთელმა ებრაელებმა ელიოზმა და ლონგინოზ კარსნელმა ჩამოიტანეს იერუსალიმიდან I საუკუნეში, ხოლო V საუკუნეში ამ ადგილას მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო ქვის ბზილიკური ეკლესია. XI საუკუნეში კი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მელქისედეკ I-ის თაოსნობით, ხუროთმოძღვარმა არსუკიძემ ძველი ბაზილიკის ნაგებობა გადააკეთ ჯვარგუმბათოვან ტაძრად. სვეტიცხოველი იყო საპატრიარქო ტაზარი, კათალიკოს-პატრიარქთა რეზიდენცია, აქ ხდებოდა საქართველოს მეფეთა და ეკლესიის მეთაურთა - კურთხევა, ჯვრისწერა, ქართულ უფლისწულთა მონათვლა. ტაძარი ქართველ მეფეთა საძვალესაც წარმოადგენს, ჩვენამდე მხოლოდ წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის, მეფე ერეკლესა და საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII საფლავებმა მოაღწიეს. სვეტიცხოველი იუნესკოს მსოფლიო ხელოვნების საგანძურთა ნისხაში შედის.



4. სამთავრო – XI ს.

სამთავროს ტაძარი მდებარეობს მცხეთის ცენტრში, სამთავროს ველზე. გადმოცემის თნახმად ამ ადგილას ყოფილა მთავრის სამყოფელი საიდანაც წარმოდგება ტაძრის სახელწოდება "სამთავრო". კომპლექსში შედის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი, რომელიც აგებულია XI ს-ის 30-იან წლებში, წმ. ნინოს ეკლესია, სამრეკლო, გალავანი და კოშკი. სწორედ ეს ადგილი მაყვლოვანი, შეარჩია მოციქულთასწორმა წმ. ნინომ სალოცავად, იგი სამი წლის განმავლობაში აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ტაძარი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია, იგი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა დამშვენებული არაჩვეულებრივი ორნამენტებით. ტაძარში დასაფლავებულია პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი და ნანა დედოფალი. 1811წლიდან აქ ფუნქციონირებს დედათა მონასტერი.




5. ანტიოქიის ეკლესია IV-V სს.

წმ. სტეფნ პირველმოწამის ეკლესია აგებულია ქ.მცხეთაში, მდ. არაგვის მარჯვენა ნაპირზე, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან. იგი ერთ-ერთი უძველესია მცხეთაში და ქართველთა ნათლისღების ადგილს წარმოადგენს. ცნობილია, რომ ქართლის მეფე მირიანი თავის ხალხთნ ერთდ სწორედ ამ ადგილას მოინათლა ქრისტიანად. ტაძარი ანტიოქიის სახელითცა ცნობილი. მეფე მირინის თხოვნით იმპერატორ კონსტანტინე დიდმა (306-337) იოანე აპიესოპოსი გამოაგზავნა საქართველოში, რომელიც 325 წელს ანტიოქიის პატრირქად იქნა არჩეული, ანტიოქა კი წარმოადგენდა ქრისტიანობის ცენტრს და ქართული ეკლესიაც სწორედ ანტიოქიის საპატრირქოს ემორჩილებოდ. სწორედ ამან განაპირობა შემდგომში ამ ტაძრის სახელწოდება. როგორც ქართლის ცხოვრება მოგვითხრობს, იგი IV-V სს-ში, წმინდა მირიან მეფის შვილთაშვილის დ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის პაპას, არჩილ მეფეს აუგიათ სპარსელების განდევნის შემდეგ ღვთისადმ მადლიერების ნიშნად. მისი ხუროთმოძღვარი ყოფილა ბერძენი ოსტატი ავრელიოს აქოლიოსი, რომლის სახელიც შემოგვინახა ტაძრის ზღურბლში ჩატანებულმა ბერძნულმა წარწერამ, ტაძარი შედგება სხვადასვა დროის ნაგებობებისაგან: ძველი სამნავიანო ბაზილიკის ჩრდილოეთის ნავიდან გადაკეთბული დარბაზული ეკლესიისაგან (VII-VIIIსს), კარიბჭისა დამასზე დაშენებული სათავდაცვო კოშკისაგან (XVI-XVIIIსს). ანტიოქია იუნესკოს მსოფლიო ხელოვნების საგანძურთა ნუსხაში შედის.



6. მცხეთის ჯვრის ტაძარი – VI-VII სს.

ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლი _ ჯვარი დგას მცხეთასთან მთის წვერზე მდინარეების: მტკვრისა და არაგვის შესართავთან. ქრისტიანობის მიღებისთანავე ამ ადგილას მეფე მირიანმა ხის მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრისტიანი ერებიც. ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა, რომელსაც დღეს "მცირე ჯვარს" უწოდებენ. VI ს-ის ბოლოს და VII ს-ის დასაწყისში გუარამის ძემ – ერისმთავარმა სტეფამოზ I-მა მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი დღევანდელი ჯვარი, რომელიც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს. მცხეთის ჯვარი პირველი ნიმუშია ჯვრული ტიპის ეკლესიებისა, იგი ხუროთმოძღვრების სკულპტურული მორთვის ახალ საფეხურს წარმოადგენს. მონასტრის გარშემო სხვა არსებული ნაგებობები (კოშკი, გალავანი) უფრო გვიანდელია. ტაძრის ფასადებზე გამოსახულია როგორც რელიგიური ისე ისტორიული პირებიც, არის ძველი წარწერებიც. მცხეთის ჯვარი იუნესკოს მსოფლიო ხელოვნების საგანძურთა ნუსხაში შედის.



7. შიომღვიმე – სამონასტრო ანსამბლი VI-XII სს.

შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს მცხეთიდან 12 კმ-ზე. მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე. მონასტერი დაარსებულია VI საუკუნის შუა წლებში ცამეტი ასურელი მამის – იოანე ზედაზნელის მოწაფის – შიოს მიერ. მამა შიომ თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ, ღრმა მღვიმეში გაატარა და ანდერძის თანახმად, გარდაცვალების შემდეგ აქვე დაასაფლავეს. მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილადაა შერაცხული. XI საუკუნეში მღვიმეს ეკლესია დააშენეს, რომელიც მოგვიანებით იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას შეუერთდა. შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსში შედის: იოანე ნათლისმცემელის გუმბათოვანი ეკლესია, ზემო ეკლესია, სატრაპეზო და მონასტრის მახლობლად მდებარე სამლოცველო. იოანე ნათლისმცემლის სადა, მკაცრფორმიანი ეკლესია თითქმის მიწაშია ჩაფლული, იგი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია, აგებულია წმინდა მამა შიოს ინიციატივით VI საუკუნის 50-60-იან წლებში. ჯვართამაღლების ტაძარი (XII ს) მდებარეობს მონასტრის სამხრეთ-აღმოსავლეთით მაღალ მთაზე, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები.



8. ზედაზენი - სამონასტრო ანსამბლი: ეკლესია VIII სს.

ზედაზენი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უძველესი ძეგლია, რომელიც მდებარეობს მცხეთის ჩრდ-აღმოსავლეთით (8 კმ.ში) არაგვის მარცხენა ნაპირზე, საგურამოს ქედზე. Aწინა ქრისტიანულ ეპოქაში აქ აღმართული იყო ზადენის კერპი, რომლის ადგილასაც VI საუკუნის 40-იან წლებში ასურელ მამათაგან ერთ-ერთს ქართული მონასტერი დაუარსებია. სამონასტრო ნაგებობათაგან დღეისთვის შემორჩენილია ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც ააშენა კათალიკოსმა კლიმენტოსმა VIII საუკუნის დასასრულს. ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ჭა, რომლის წყალიც სამკურნალოდ ითვლება.





9. კალოუბნის წმ. გიორგის ეკლესია. XII ს.

ეკლესია დგას მცხეთის ჩრდილოეთით, 5 კილომეტრზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, მაღალი მთის თხემზე. კალოუბნის ეკლესიისაკენ მცხეთა შიომღვიმის საავტომობილო გზიდან მიდოდა საცალფეხო ბილიკი და ძველი საურმე გზა. ამჟამად მიყვანილია მოხრეშილი სამანქანო გზა, რომელიც განახლდა და გაფართოვდა 2012 წელს. ეკლესია აგებულია XII საუკუნეში. 1975 ეკლესიას ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები (ხელმძღვანელი ვ.ცინცაძე).ეკლესია დარბაზულია (4,5 X 2,7მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დასავლეთით მასზე მიდგმულია კოშკისებრი ორსართულიანი ნაგებობა, რომლის ცილინდრული კამარით გადახურული პირველი სართული ეკლესიის კარიბჭის როლს ასრულებს. ეკლესია მთლიანად მოუხატავთ XII საუკუნეში. მოხატულობა დაზიანებულია. კალოუბნის წმინდა გიორგის ტაძრის ფრესკებიდან აღსანიშნავია: ხარების, შობის, მირქმის, ნათლისმცემლისა და ფერისცვალების სცენები. 2012 წელს დაიწყო აღდგენითი სამუშაოები. დაიდგა ახალი ტრაპეზის ქვა, მოეწყო სამკვეთლო, ეკლესიას გაუკეთდა ახალი, სპილენძით მოპირკეთებული ხის კარი და სხვ. 2013 წელს დაიწყო ეკლესიის ფრესკების სარესტავრაციო სამუშაოები.



10. ძველი ხიდი – ძვ.წ. III-IV სს.

ძველი ხიდი,იგივე მოგვთა და პომპეუსის ხიდი-ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს ქ. მცხეთის შესასვლელში, დღესდღეობით მდინარე მტკვრის არსებული ხიდის აღმოსავლეთით 100 მეტრში, ამჟამად თითქმის დაფარულია წყლით. მცხეთის ხიდთან იყრიდა თავს ამიერკავკასიის მთავარი გზები – დარიალის ხეობიდან საქართველოს სამხრეთ საზღვრამდე, შავი ზღვიდან კასპიის ზღვის სანაპირომდე. ხიდის სახელს რომაელ მხედართმთავარს გნეუს პომპეუსს უკავშირებს, რომელმაც ძვ.წ. 65წ. დალაშქრა საქართველო. სინამდვილეში ხის ხიდი პომპეუსის მოსვალამდეც არსებობდა. ისტორიულ წყაროებში მოგვთა ხიდის სახელით მოიხსენიება. XVIII ს-ში ხიდის მოვლა დაეკისრათ მცხეთელ აზნაურებს გედევანიშვილებს, XIX ს-ში მძიმე ტრანსპორტის განვითარებასთან დაკავშირებით ხიდის შემდგომი ექსპლუატცია სახიფათო გახდა, ამიტომ ძველი ხიდი დაანგრიეს და ამავე ადგილზე 1839-41წწ. ააშენეს მაღალი ოთხმალიანი ქვის თაღოვანი ხიდი. ხიდის საყრდენად კი გამოიყენეს მცირე ზომის ბუნებრივი კლდოვანი კუნძული. მოგვიანებით ზაჰესის მშენებლობის დროს მდ. მტკვარზე სადგურის შესაქმნელად გაკეთდა ჯებირი და ხიდი წყალმა დაფარა. მის ნაცვლად ძვ. ხიდიდან მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით 150 მ-ზე 1926წ. აიგო რკინის სამმალიანი ხიდი, რომელიც დღესაც მოქმედებს.



11. ღვთისმშობლის ეკლესია (ახალქალაქური) – XI-XII სს.

ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლი _ ჯვარი დგას მცხეთ მცხეთის რკინიგზის სადგურის პირდაპირ, მთის კლდოვან ფერდობზე, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც აგებულია XI-XII სს-ში. ისტორიულ წყაროებში ღვთისმშობლის ეკლესია ცნობილია ახალქალაქურის სახელწოდებით და ცნობილია, რომ 1609 წელს, მეფე ლუარსაბისაგან დევნილმა გიოგი სააკაძემ თავის ახლობლებთან ერთად თავი სწორედ ახალქალაქურ მონასტერს შეაფარა. XIXს-ის 90-იან წლებში, ვინმე ოლღა გორნიჩს და მის მეუღლეს ეს მიდამოები მთლიანად გაუთხრიათ და მიწით დაფარული მონასტერი აღმოუჩენიათ. მათ გაწმინდეს და შეაკეთეს იქაურობა და დაარსეს დედათა მონასტერი. სწორედ აქედან მოდის მისი სახელწოდება " ოლღას მონასტერი". ეკლესია დარბაზულია, ნაგებია საშუალო ზომის ნატეხი ქვით. შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. კანკელი (XVIII-XIX) იმეორებს შუა საუკუნეების კანკელთა ფორმას. ამჟამად ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიას დასავლეთით ეკვრის კარიბჭე რომელიც განეკუთვნება XI_XIIსს.



12. გეთსამანია - ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.

მცხეთაში ყველა ქრისტიანული ძეგლის სახელწოდებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. მათ შორის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიასაც, რომელიც ქალაქის დასავლეთ ნაწილში, თბილისი-მცხეთის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, ბექობზეა აღმართული. ეკლესია ცნობილია გეთსამანიის სახელწოდებით, რაც წარმოადგენს იმ ბაღის სახელწოდებას, სადაც საიდუმლო სერობის შემდეგ იესომ ილოცა. Eეკლესიის შესახებ თითქმის არაფერია შემორჩენილი, მაგრამ ცნობილია, რომ იგი VI საუკუნით თარიღდება. XVII ს-ში შაჰ აბასის შემოსევების დოს მთლიანად დაინგრა და შემორჩენილი იყო მხოლოდ აღმოსავლეთის ნახევარწრიული აფსიდი. იგი ნაგები იყო ქვიშაქვის არათანაბარი დიდი კვადრებით. ეკლესია განაახლეს და ფაქტობრივად ხელახლა ააგეს 2008 წელს, არქიმანდიტი ილია ნასიძის და მისი მრევლის შემწეობით. ტაძარი წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას, რომელიც ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით. ამჟამად იქ მოღვაწეობს რამოდენიმე ბერი.



13. წმ. ნინოს ეკლესია (ბაზილიკა) – ადრე შუა საუკუნეები.

ეკლესია მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს მცხეთის ჩრდილოეთით მთაქართლის განაპირას. თარიღდება გვიანი ფეოდალური ხანით. ტძარს პირვანდელი სახე შეცვლილი აქვს. ეკლესია დარბაზულია (7,7 X 7,4 მ),ნაგებია დიდი ზომის ქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდი ნახევარელიფსური ფორმისაა. აფსიდში სამი ნიშია, ერთი ჩრდილოეთით, ორი სამხრეთით. აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელია, ხოლო სამხრეთისაში ორი. დარბაზი კამარითაა გადახურული. ეკლესიის კედლები შიგნიდან შელესილია. შელესილობა გვიანდელია. ეკლესიის ცოკოლი ნაგებია ნატეხი ქვით, ლავგარდანი სწორკუთხა ფილებით. ტაძარს 2000 - იან წლებში ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები და მთლიანად აღდგა. ამჟამად ტაძრის სიახლოვეს მისვლა სოფელ კარსნის გავლით მანქანითაცაა შესაძლებელი. ტაძრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, ციცაბო ბილიკით შესაძლებელია არმაზისხევში მოხვედრა. უშუალოდ წმ. ნინოს ტძრის სიახლოვეს 1961-62 წლებში ნ. ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები . არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგად აღმოჩენილია მოზრდილი გალავანი კოშკებით, საცხოვრებელი ნაგებობანი და სხვ. გალავნის ჩრდილოეთით გამოვლინდა ორი მარანი, ერთში 14, ხოლო მეორეში 4 საშუალო სიდიდის ქვევრი აღმოჩნდა. გათხრებით გამოვლინდა დიდძალი სხვადასხვა ფორმის, სიდიდის და დანიშნულების კერამიკა და ასევე ქვევრსამარხი.



14. მცხეთის წმინდა ბარბარეს ეკლესია ("ბარბარეთი")

წმინდა ბარბარეს ეკლესია დგას ქალაქ მცხეთის ჩრდილო-დასავლეთით, ძველ სასაფლაოზე-მცხეთიდან შიომღვიმისაკენ მიმავალი გზიდან მარცხნივ 30-იოდე მეტრში. თარიღდება X-XI საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (8,1 X 4.4 მ), ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით. ეკლესია დახვეწილი პროპორციებისაა. დარბაზის კამარის საბჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. საკურთხეველში ერთი სარკმელია, მის ორივე მხარეს ნახევარწრიული მაღალი ნიშებია, რომლებიც იატაკიდან იწყება. დასავლეთის კედელი მოჩარჩოებულია დეკორატიული თაღით. ასეთივე თაღები იყო სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლების აღმოსავლეთ ნაწილში. 90 - იანი წლების მიწურულს და 2000 - იანი წლების დასაწყისში ჩატარდა სარესტავრაციო- აღდგენითი სამუშაოები, რის შედეგად წმ. ბარბარეს ეკლესია მთლიანად აღდგ. მანამდე კი ტაძარი ძლიერ დაზიანებული იყო. ჩამონგრეული იყო ტაძრის კამარა, დანგრეული იყო სამხრეთის კედელი, ამოცვენილი იყო ტაძრის პერანგის ქვები და სხვ. წმ. ბარბარეს ტაძრის დასავლეთ ფასადზე ორქტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, საიდანაც შემორჩენილია ქარაგმიანი სიტყვა "სტეფანე". ძეგლი მთლიანად მოიხატა, გადაიხურა სპილენძით და ამოქმედდა. ეკლესიის ეზოში მოეწყო მარტივი სამრეკლო, რისთვისაც სპეციალურად ჩამოისხა 2 ზარი. ტაძარი აღდგა ადგილობრივი მოსახლეობის შემოწირულობებით.





15. მგალობლიანთკარის წმინდა გიორგის ეკლესია

ეკლესია დგას მცხეთის გარეუბან კოდმანში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება XVII-XIX საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (6,3 X 4.6 მ) ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით; გამოყენებულია აგურიც. ეკლესია დგას ხევის პირას. ტაძრის გვერდითვე, ჩრდილო-აღმოსავლეთით, 1,5-2 მეტრზე რიყის ქვითა და კირდუღაბით ნაშენი ძველი შენობის მცირე ნაშთია.

ეკლესია მცხეთის ცენტრიდან დაახლოებით 3 კილომეტრზეა და მასთან შესაძლებელია მანქანით მისვლა. წმინდა გიორგის ტაძრის შიგნიდან ამჟამად მიმდინარეობს განახლებითი სამუშაოები.საკურთხევლის კონქში კონსტრუქციის შესამსუბუქებლად და ასევე აკუსტიკისათვისაც ჩატანებულია 2 დერგი, რაც საკმაოდ ხშირია ქართულ საეკლესიო არქიტექტურაში. ამჟამად ეკლესია მოქმედია. ტაძართან ახლოს, 50-იოდე მეტრზე, ჩრდილო-დასავლეთით შემორჩენილია ძველი ნასახლარი მარნით, რომელიც ძლიერაა დაზიანებული.





16. კოდმანის ღვთისმშობლის ეკლესია.

ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია დგას მცხეთის გარეუბან კოდმანში,ბუჩქნარით დაფარულ ბორცვის ფერდზე, მცხეთა- შიომღვიმის გზის მარჯვნივ, გზიდან დაახლოებით 30-40 მეტრში. ეკლესია მცხეთის სასაფლაოდან 300-400 მეტრშია. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (5,7 X 4.1 მ) ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. უსწორო ნახევარწრიულ აფსიდში და დასავლეთ კედელში, თითო სარკმელია. დასავლეთის სარკმელი სწორკუთხაა, აღმოსავლეთისა თაღოვანი. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს ნიშებია; ჩრდილოეთის ნიში შეისრულია. ფასადზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში შემორჩენილია აგურის დეკორატიული ლავგარდნის ნიში. ეკლესია ამჟამად მოქმედია თუმცა საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს . ეკლესიის ძირში წლების მანძილზე ცივი წყარო მოედინება. ტაძართან რამდენიმე მეტრში შეიმჩნევა ქვითკირით ნაგები შენობის ნაშთები. ტაძრის დასავლეთით ჩამოედინება მცირე ხევი. ღვთისმშობლის ეკლესიასთან ახლოს გადიოდა ძველი, თიხის მილებიანი წყალსადენი. გაუქმებული წყალსადენის თიხის მილების ნაშთებს ამ ადგილებში დღემდე ვხვდებით.





17. კოდმანის წმინდა დემეტრეს ეკლესია

წმ. დემეტრეს, (წმ. დიმიტრი თესალონიკელის) სახელობის ეკლესია მდებარეობს მცხეთის გარეუბან კოდმანში, ციცაბო ფერდობის პირას. თარიღდება გვიანი ფეოდალური ხანით.ეკლესია დარბაზულია (8,7 X 4,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით.შესასვლელი სამხრეთიდანაა. დარბაზი უსწორო ნახევარწრის ფორმის კამარითაა გადახურული. კამარას შუაში აქვს საბჯენი თაღი, რომელიც კამარის ქუსლებთან ჩასმულ იმპოსტისმაგვარ შვერილებს ეყრდნობა . აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებში თითო სარკმელია გაჭრილი. ეკლესია შელესილი და მოხატული ყოფილა (საკურთხეველთან შერჩენილია საღებავის ნაშთი). ძეგლს 2000-იან წლებში ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები და მთლიანად აღდგა. მანამდე კი ეკლესიის კედლები დაბზარული და ადგილ ადგილ გამონგრეული იყო, ხოლო სახურავი - ჩამოქცეული. ამჟამად აქ დაარსდა დედათა მონასტერი და მას შემოევლო გალავანი. ეკლესია მცხეთის ცენტრიდან დაახლოებით სამიოდე კილომეტრზეა, ხოლო მცხეთა - შიომღვიმის გზიდან კი 150-200 მეტრში. ტაძრიდან მიდის სამანქანო გზა.





18. წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი

მონასტერი, რომელიც დაარსებულია სრდულიად საქართველოს კათალიკოს -პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ყოფილ საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ოჯახთან ერთად, ქ მცხეთაში. მისივე კურთხევით ეს სახლი საქართველოს წმინდა ეკლესიას გადაეცა 2005 წ. ხალხის შემოწირულობით და დახმარებით უწმინდესის ეზო-გარემოს ტერიტორიაზე აშენდა წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკური ტიპის ეკლესია, სამრეკლო და გალავანი. 2014 წელს კი ამავე მონასტრის ტერიტორიაზე დასრულდა მშენებლობა წმინდა ადრიანე და ნატალიას სახელობის ჯვარგუმბათოვანი ტაძრის მშენებლობა. დღესდღეობით მონასტრის ორივე ტაძარში აღევლინება წირვა-ლოცვა.













არქეოლოგიური ძეგლები:

1. არმაზციხე-ბაგინეთი ქართლის სამეფო რეზინდენცია ძვ.წ. IV – ახ.წ. V სს.

არმაზციხე ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს მცხეთის რკ. სადგურის სამხრეთ აღმოსავლეთით 2 კილომეტრზე, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. ქართლის ქედის ბოლოში ტერასებიანი კლდოვანი მთის კეხსა და ჩრ. აღმ. Fფერდზე. არმაზციხე მოხსენებულია ქართულ, ბერძნულ – რომაულ საისტორიო წერილობით წყაროებში.Eევროპელი ავტორები არმაზციხეს ჰარმოზიკე, აკროპოლისს, ჰარმაკტიკა უწოდებენ. მოსახლეობა ამ ადგილს ბაგინეთს უწოდებს (სულხან საბა ორბელიანის განმარტებით ბაგინი იგივე ბომონი, სვეტია, ხატსა ანუ კერპსა ზედ აღმართავენო, სპარსულად კი ბაგა ღმერთის ადგილს ქვია). აქ იდგა არმაზის კერპი. არმაზციხის აშენებას ძველი ქართული საისტორიო წყაროები მიაწერენ ქართლოსს, რომელიც ბიბლიური ნოეს შთამომავალია. ქართველთა მამამთავარ ქართლოსს ამ ადგილას აუშენებია ციხე-სიმაგრე და ამ ადგილისთვის და ამ მთისთვის ქართლი უწოდებია. ციხე-სამეფო რეზიდენციას და სტრატეგიულ პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა ახ. წ. V საუკუნის ბოლომდე. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა საფორტიფიკაციო (გალავანი, კოშკები, კლდეკარი) სასახლისა და ტაძრის ტიპის ექვს სვეტიანი დარბაზი. სამეურნეო (მარანი) სანიტარული (აბანო, წყალსადენი) ნაგებობანი. სამარხები, საკულტო ძეგლის სადგარი.













2. ქართლის პიტიახშთა არმაზისხევის რეზიდენცია – ახ.წ. I-V სს. Aბანო – ძვ.წ. IV – ახ.წ.ა. V საუკუნეები.

მცხეთის არქეოლოგიურ ძეგლებს შორის აღსანიშნავია არმაზის ხევის ქართლის პიტიახშთა-ერისთავთა რეზიდენცია. გათხრების შედეგად გამოჩნდა მოზრდილი, ოთხკუთხა გეგმის დარბაზის ნაშთები. შენობა რომელიც სასახლეთაა მიჩნეული აგებულია ქვითკირით, ადგილზე აღმოჩნდა კარის ქვის კარგად გათლილი შენობის გეგმა, სქელი მტკიცე კედლები თლილი ქვის გულდასმით დამუშავებული დეტალები გვანიშნებენ, რომ აქ იყო წარჩინებულთა წრის სასახლე. სასახლიდან ათიოდე მეტრის დაშორებით მდებაროებს აბანო, მისი სიგრძე 22 მ. სიგანე 6 მ. აბანო ერთ ხაზზე განლაგებული ხუთი განყოფილებისგან შედგებოდა – სათბობი განყოფილება, გასახდელი, ცხელი, თბილი და ცივი აბანოები, რომელთა ქვეშ მოწყობილია გათბობის რთული სისტემა. სათბობი დაკავშირებულია კალორიფერებთან. აქ იატაკის მთელ ფართობზე დგას მრგვალი აგურისგან აწყობილი 1,1 მ სიმაღლის სვეტები, გადახურული დიდი კერამიკული ფილებით. Hჰიპოკაუსტის კუთხეებში დამრეცად დატანებულია კერამიკული მილები, რომლის საშუალებითაც ხორციელდებოდა აბანოს გათბობა. აბანო სასახლის მსგავსად კრამიტით იყო გადახურული. არმაზისხევის აბანო წარმოადგენდა იბერიის ერისთავთა რეზიდენციის შემადგენელ ელემენტს ახ.წ. II-III სს.











3. სამთავროს სამაროვანი – ძვ.წ. II ათასწ. ახ.წ. VII ს.


არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს მდებარეობსAარაგვის მარჯვენა ნაპირზე, აღმ- ესაზღვრება მდ. არაგვი, დას-ით კოდმანის ვაკობი, სამხრეთით-მონასტრის ხევი, ხოლო ჩრდ-ით ბაიათხევი. ფართობი 18 ჰა. Gგამოვლენილი ძე-ები მოიცავენ პერიოდს ადრინდ. Bბრინჯაოს ხანიდან განვითარებული ფეოდალური ხანის ჩათვლით. სამთავროს სამაროვანის სისტემური არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო 1938 წ-დან. აღმოჩნდა 3000 მდე სხვადასხვა პერიოდისა და ტიპის სამარხი და ნაძრავი კულტურის ფენების მასალა. 1976 წ. სამთავროზე სტაციონარული არქეოლოგიური სამუშაოები განახლდა, რომლის დროსაც გამოვლინდა გვიანდელი ბრინჯაო-ადრინდელი რკინის, ელინისტური გვიანდელი ანტიკური და ფეოდალური ხანის ნამოსახლარები და ახ.წ II-VIIIსს. 800-მდე სამარხი, სამთავროზე მოპოვებული მასალების ერთი ნაწილი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება, დანარჩენი მოსკოვში, ისტორიულ მუზეუმში, ევროპის სიძველეთა საცავებში და მცხეთის მუზეუმში. ყველაზე ადრეული შუა ბრინჯაოს ხანის გორა სამარხებია. შუა ბრინჯაოს ხანის სამარხებში თიხის ჭურჭელი, სარდიონის, გიშრის, ბროლის მძივები, ოქროს ფურცლისგან დამზადებული ხაზოვანი ორნამენტით შემკული მძივის გარსაკრავები, ყუნწგახვრეტილი სატევრისპირები.



4. მცხეთის აკლდამა – I-II სს.

აკლდამა, არქეოლოგიურ - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს მცხეთის რკინიგზის სადგურის სამხრეთით 300 მ-ზე, თარიღდება I-II სს. მიჯნით. აკლდამა აგებულია კლდოვანი მთის ძირას, საგანგებოდ ამოჭრილ სწორკუტხა ქვაბულში. Aაკლდამა გეგმით სწორკუთხა ნაგებობაა. აკლდამაში აღმოჩნდა: ქალისა და ბავშვის ძვლები, ნახევრად ძვირფასი თვლებით შემკული ოქროს აბზინდა, ოქროს, პასტის, მინისა და ქვის მძივები, ოქროს საკიდები და ღილები, დამკვრელ-მომღერალი ჭაბუკის მინის სანელსაცხებლეები, მონეტები-69 ვერცხლისა და 10 ოქროსი. აკლდამა ანტ.ხანის საქართველოს მნიშვნელოვანი არქიტ. ძეგლია. ამგვარი აკლდამები აღმოჩენილია ჩრდილო შავიზღვის პირეთში, მცირე აზიაში და საქართველოში.







19. მცხეთა - წმინდა იოანე-თორნიკე ერისთვის სახელობის დედათა მონასტერი.

წმინდა იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტერი აშენებულია 2002წელს.















20. არმაზი - წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია

წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია აშენდა 1996 წელს.














21. დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრი