მცხეთის ტურისტული მარშუტები


გააზიარე:


საკურორტო ადგილები:

საგურამო, კარსანი (პროფილაქტიკური, კარდეოლოგიური მიმართულების საკურორტო ადგილი) ზედაზენი, წიწამური, წეროვანი, ცხვარიჭამია (კლიმატური, პროფილაქტიკური)



დაცული ტერიტორიები:

საგურამოს ნაკრძალი ( თბილისის ეროვნული პარკი) - უკავია 5300ჰა. ნაკრძალის უმეტესი ნაწილი დაფარულია ტყით. ხე-მცენარეებიდან გავრცელებულია: წიფელი, რცხილა, მუხა, თელა, ნეკერჩხალი, და სხვა. საგურამოს ქედი აღმოსავლეთ საქართველოს "კოლხური ტყის კუნძულია", სადაც გვხვდება მესამეული დროის ფლორის რელიქტები - ჭყორი, მოცვი, კოლხური სურო, ბზა, უთხოვარი, კატაბარდა, და სხვა. ძუძუმწოვარა ცხოველებიდან გავრცელებულია: ირემი, შველი, მცირე რაოდენობით დათვი, მელა, მგელი და სხვა. არის მრავალი სახეობის ფრინველი.



ბუნებრივი ძეგლები:

ჭერმის კლდეები - მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, სამხედრო გზაზე, თბილისიდან მე-17 კმ-ზე, სოფლებს მუხადგვერდსა და დიღომს შორის. ზ.დ. 550-600მ. მტკვრის მარჯვენა ფერდობის კლდეებზე, რომლებიც აგებულია ოლიგოცენ-მიოცენის არკოზული ქვიშაქვებით, ატმოსფერული ფაქტორების შემოქმედების შედეგად წარმოქმნილია თავისებური ფსევდოკარსტული ფორმები. სახელწოდება "ჭერმის კლდეები" მიგვითითებს ძველ სოფელ ჭერემზე, რომელიც არსებობდა წინათ ამ ადგილზე. ყურადღებას იპყრობს ბუნებრივი კამარა (სიგანე 3,2მ, სიმაღლე – 2,6მ თაღის სისქე -0,7-1მ) რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში "ჩაკიდულის" სახელითაა ცნობილი.



ენდემური ჯიშები:

არმაზის შვიდანწლა - აღმოსავლეთ საქართველოს ენდემი, დაბალტანიანი ხე ან ბუჩქი, გვხვდება მხოლოდ არმაზის ხეობაში.
ქართული თხილი - კავკასიის ენდემური მცენარე და მესამეულის იშვიათი რელიქტია, გვხვდება მცხეთაში - მარტაზის ხეობაში.



სატყეო მეურნეობა:

მცხეთის სატყეო მეურნეობა, ფართობი 2800 ჰა;
ძირითადი მდინარეები: მტკვარი, არაგვი, ქსანი;
ქედები: სხალტბის, საგურამოს, თრიალეთის, საწკეპელის, მსხალდიდის, ქართლის.



გადმოსახედი ადგილები:

ჯვარის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია;
ზედაზენის მიმდებარე ტერიტორია;
არმაზციხის (ბაგინეთი) ტერიტორია.

კარვის გასაშლელი ადგილები:

სამთავროს მონასტრის მიმდებარე ტერიტორია (ქ. მცხეთა);
თეატრონის მიმდებარე ტერიტორია (ქ. მცხეთა).

საპიკნიკე ადგილები:

ჯვრის ასახვევთან ნაძვნარში (ზაჰესთან);
წმ. დემეტრეს ტაძრის მიმდებარე ტერიტორია (ქ. მცხეთა);
თეატრონის მიმდებარე ტერიტორია (ქ. მცხეთა);
ზედაზნის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია - "ნადარბაზევი".

ტურისტული ავტობუსების გასაჩერებელი ადგილები:

მცხეთის მთავარი ავტოსადგომი;
სამთავროს მიმდებარე ტერიტორია.


მუზეუმები:

დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი (ქ.მცხეთა);
ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-მუზეუმი (საგურამო).



ღვინის ტურები: ღვინის დაგემოვნება – დეგუსტაცია და შეძენა, სადილი, შესაძლებელია კულტურული პროგრამა.

ღვინის პალატა - (მცხეთა);
იაგო ბიტარიშვილის მარანი - (სოფ. ჩარდახი);
ღვინის კომპანია "შატო მუხრანი" - (სოფ. მუხრანი);

სათავგადასავლო ტურები:

საფეხმავლო ტურები ჯვარი, ზედაზენი, კარსანი – წმ.ნინოს ეკლესია, არმაზციხე-ბაგინეთი, არმაზის ციხე და ღვთისმშობლის ეკლესია. ჩანჩქერების კასკადი.
საცხენოსნო ტურები: ჯვარი, ზედაზენი, კარსანი – წმ.ნინოს ეკლესია, შიომღვიმე.

რელიგიური ტურები: (კომბინირებული ტური: ფეხით და ტრანსპორტით)

მცხეთა წმინდა ქალაქი (სვეტიცხოველი-ქრისტეს კვართის, ელია წინასწარმეტყველის ხალენის ადგილსამყოფელი);
13 ასურელი მამის ცხოვრება და მოღვაწეობა (შიომღვიმეს სამონასტრო კომპლექსი, ზედაზენის მონასტერი, წილკნის საკათედრო ტაძარი);
წმინდა ნინოს ცხოვრება და ქართლის გაქრისტიანება (სამთავრო, ჯვარი, წმ. ნინოს ეკლესია).

ფესტივალები:

"მცხეთობა " უფლის კვართის დღესასწაული. (14 ოქტომბერი);
თაფლის ფესტივალი. (ნოემბერი);
ღვინის და კულინარიის ფესტივალი (ნოემბერი);

პიკნიკი - (ბაგინეთი, კარსანი, შიომღვიმე, ზედაზენი ,ჯვარი)

ახალი პროექტები:

1.სოფლის ტურიზმი (აგროტურიზმი) სოფლის მოსახლეობის მეურნეობების, , ფერმერული გაერთიანებების ბაზაზე (მისაქციელი, ახალუბანი, ერედა, წილკანი, ძალისი, ნიჩბისი და სხვა..)
2.ლაზერ-შოუ : "მცხეთა-საქართველოს უძველესი დედაქალაქი" (ქ. მცხეთა, შერჩეულია კარსნის , წიწმურის, მიმდებარე ტერიტორია) პროექტი ითვალისწინებს ეგვიპტეში, გიზასა და ლუქსორში არსებულ პროგრამის მსგავს პროგრამას და გათვლილია ძირითადად ორგანიზებულ ტურისტულ ჯგუფებზე.
3. სამდინარო ტურები:
მცხეთა - მიმოხილვითი ტური, კატარღით, (მტკვარზე და არაგვზე);
გასეირნება ნავებით, კაიაკებით. ჯომარდობა.