ქალაქ მცხეთაში გამწვანების აქცია გაიმართა


გააზიარე:


30 მაისს, ქალაქ მცხეთაში თეატრონის მიმდებარე ტეროტორიაზე გაიმართა გამწვანების აქცია, სადაც დაირგა 40-მდე ძირი ფიჭვის ნერგი. გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურმა, ქალაქ მცხეთის მერიისა და ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა.