ქალაქ მცხეთაში კულტურის ცენტრი გაიხსნა.


გააზიარე:


ქალაქ მცხეთაში კულტურის ცენტრი გაიხსნა 14 ივნისს, ქალაქ მცხეთაში სამხედროს ქ. #9 - ში ქალაქ მცხეთის კულტურის სახლის საზეიმო გახსნის ცერემონიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ. საზეიმო გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ ქალაქ მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძე, ქალაქ მცხეთის ვიცე მერი გიორგი ელოშვილი, მერიის სამსახურის უფროსები, გამგეობის და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები. კულტურის ცენტრის შენობა წარმოადგენს 2 სართულიან ნაგბობას სარდაფით და სხვენზე ტერასით, გაშენების ფართი - 1390მ2, საერთო ფართი - 3400მ2. შენობა აღჭურვილია თანამედროვე გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემით, ასევე საკონცერტო დარბაზით რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აუდიო სისტემითა და განათბით ასევე შესაძლებელია კინოჩვენების მოწყობა, დარბაზის ტევადობაა 450 კაცი. გათვალისწინებულია სარეპეტიციო დარბაზები გასახდელებით, როგორც ფოლკლორული ასევე ვოკალური ანსამბლებისათვის, საგრიმიორო, საკონფერენციო დარბაზი კაფე, სარდაფი. ასევე, კეთილმოწყობილია ეზო სკვერთან ერთად. 2012 წელს მომხდარი ხანძრის გამო, ქალაქი მცხეთა კულტურის სახლის გარეშე იყო დარჩენილი. ახალი ცენტრის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. დღესვე , პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს , მცხეთის მერმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ და მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ დაათვალიერებინეს მცხეთის „წმინდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას“ სახელობის ახლად გახსნილი სამედიცინო ცენტრი და ნარეკვავის N2 საბავშვო ბაღი, ასევე მშენებარე მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი (საცურაო) აუზით. მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება.