ქალაქ მცხეთის მერთან არსებული სამოქალაქო საბჭოს მორიგი სხდომა.


გააზიარე:


ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა მერის სათათბირო ორგანო - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა.
საბჭოს სხდომაზე, ავთანდილ ნემსიწვერიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, გამოფენის და ბაზრობის განთავსების რეგულირებისის წესი, რომელიც დამტკიცებულია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით და მარტის თვიდან ამოქმედდება. იურიდიული კუთხით, რეგულირების წესი განმარტა მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა თეიმურაზ ჯერვალიძემ, ხოლო არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გოგი აბუაშვილმა საბჭოს წევრებს აუხსნა თუ როგორ უნდა განთავსდეს გარე ვაჭრობის ობიექტები და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. მრჩეველთა საბჭოს წევრები რეგულირების წესის შესახებ თავიანთ შენიშვნებსა და მოსაზრებებს წარმოადგენენ მომდევნო შეხვედრაზე.
სხდომაზე ასევე განიხილეს გარე რეკლამის რეგულირების საკითხი. საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ , მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ჟ” ქვეპუნქტით, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს გარე რეკლამის განთავსების რეგულირება. აღნიშნული რეგულირების წესი შეიმუშავა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულმა სამსახურმა სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად და მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე წარმოადგინეს პროექტის სახით. პროექტის თანახმად , ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარეკლამო ბანერების განთავსებაზე ნებართვა გაიცემა აუქციონის წესით.