ქ. მცხეთაში 120 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების მშენებლობა დაიწყო


გააზიარე:


მცხეთაში 120 ოჯახის განსახლების მიზნით, კორპუსების მშენებლობა დაიწყო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ და ქალაქ მცხეთის მერმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც 2 რვასართულიანი კორპუსი აშენდება . ხელისუფლების წარმომადგენლები მცხეთაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსების მშენებლობა 2018 წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება და ამით მცხეთაში დევნილთა განსახლების პრობლემა გადაიჭრება.