ქ. მცხეთის შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები


გააზიარე:


ქალაქ მცხეთაში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა : მირიან მეფის, სამხედროს 73, გმირის 24, გმირის 1 და 1 ა, ქსნის, აღმაშენებლის, აზნეთის, წერეთლის, რუსთაველის, ანტიოქიის ქუჩებზე, ასევე აზნეთის დასახლებამდე მისასვლელი კიბის მშენებლობა. ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს : კოსტავას, ერეკლე მეორისა და მამულაშვილის ქუჩების ავტოსადგომთან დამაკავშირებელი საფეხმავლო გზის დაგება. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ქალაქ მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე, ვიცე მერი გიორგი ელოშვილი და საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მიხეილ ბუჯიაშვილი.