შევაჩეროთ ტუბერკულოზი ჩვენს ცხოვრებაში


გააზიარე:


საქართველოში ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის“ წარმომადგენელმა გიორგი ბახტურიძემ, დღეს, მცხეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა, თემაზე - ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა მარტივადაა შესაძლებელი- „შევაჩეროთ ტუბერკულოზი ჩვენს ცხოვრებაში“. შეხვედრას ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე ესწრებოდა, რომელიც მიესალმა აღნიშნული პროექტის დაწყებას მცხეთაში და გამოთქვა რწმენა , რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ტუბერკულოზის შესახებ სწორი შეხედულებების ჩამოყალიბებას და პრევენციის საკითხებს.

სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის მიზანი იყო მეტი ინფორმირებულობა ტუბერკულოზის პრევენციის შესახებ, მათ საინფორმაციო ბროშურები და წიგნები გადაეცათ.

შეხვედრაზე აღინიშნა, 2012 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ტუბერკულოზის 9მლნ-მდე შემთხვევა ფიქსირდება, ყოველწლიურად 500000 მდე ბავშვი ავადდება, ამიტომ ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადება ექცევა ტუბერკულოზის თავიდან აცილებას და ეფექტურ მკურნალობას ბავშვებში. საქართველოში ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა უფასოა.