შემოქმედებითი ქალაქისა და რეგიონის ინიციატივის პროექტის პრეზენტაცია.


გააზიარე:


12 აპრილს, ქალაქ მცხეთაში „ჯინო ველნეს მცხეთა“ გაიმართა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის „შემოქმედებითი ქალაქებისა და რეგიონების ინიციატივის“ პროექტის პრეზენტაცია. შეხვედრის მიზანი კულტურულ და შემოქმედებით სექტორში პოტენციურად დაინტერესებული პირების ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივი კულტურული და შემოქმედებითი რესურსების შესახებ მონაცემების შეგროვება და კულტურული შემოქმედებითი ინდუსტრიების პოტენციალის განვითარების სამოქმედო გეგმების შემუშავებაა. პროექტის ფარგლებში, თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით, დამუშავდება ადგილობრივი ლანდშაპტების განვითარების გეგმები, განისაზღვრება რეგიონში არსებულ ბიზნეს მიმართულებები „ კლასტერების“ შესაქმნელად, გაიზრდება რეგიონის ტურისტული პოტენციალი და სხვა ქვეყნების მსგავს ქალაქებთან და რეგიონებთან ჩამოყალიბდება მჭიდრო ურთიერთკავშირი. აღნიშნული დაეხმარება მცხეთა-მთიანეთის რეგიონს შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებაში. პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქალაქ მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის, მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაციისა და მცხეთის გამგეობის თანამშრომლები.