ხარების დღესასწაული მცხეთაში.


გააზიარე:


7 აპრილს, მართლმადიდებელი სამყარო ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, ხარებას აღნიშნავს. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. სადღესასწაულო მსახურების შემდეგ , მღვდელმსახურების მიერ იკურთხა ქალაქი მცხეთა.
სვეტიცხოველში წირვა-ლოცვას დაესწრნენ ქალაქ მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე და მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს, მცხეთას წმინდა ქალაქის ტიტული მიენიჭა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად მელქისედეკ პირველი კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძი უდევს, რომელიც მე-11 საუკუნეში დაიწერა. ანდერძში მელქისედეკ კათალიკოსი მცხეთას წმინდა ქალაქად მოიხსენიებს.
პატრიარქის თქმით, ანდერძში წერია, რომ ხარების დღესასწაული მცხეთაში უნდა აღინიშნებოდეს. "იყო ასეთი წესი, რომ ამ დღეს მთელ მცხეთას სამღვდელოება და ხალხი ნაკურთხ წყალს ასხურებდეს. ამიტომ გაძლევათ ლოცვა-კურთხევას, რომ ასხუროთ სახლებს, ქუჩებს, შვილებს, ყველაფერს, რაც თქვენს გარშემოა ნაკურთხი წყალი. როგორც მცხეთაში, ასევე თბილისში", - ბრძანა პატრიარქმა.