9 მაისი


გააზიარე:


9 მაისს, ქალაქ მცხეთის სკვერში, ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი აღინიშნა. ომის ვეტერანებს დღესასწაული მიულოცეს და ომში დაღუპულთა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, ქალაქ მცხეთის მერმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ და მერიის სამსახურის უფროსებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ მცხეთის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ავთანდილ ედიშერაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის თემის საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ სოლოღაშვილი, ქალაქ მცხეთის მერიის ა(ა)იპ-ის თანამშრომლები. ქალაქ მცხეთაში მცხოვრებ ომის ვეტერანს, რევაზ წულაძეს, ქალაქ მცხეთის მერიის სახელით ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაეცა 200 ლარი.