დემოგრაფიული ფონდი


გააზიარე:


11 ოქტომბერს, მცხეთაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, თემაზე - „ქვეყნის მოსახლეობის მდგომარეობა, დემოგრაფიული მონაცემები და უკვე განხორციელებული ინიციატივები“. პირველი რაიონი, რომელსაც სახელისუფლებო გუნდი ეწვია, არის მცხეთა-მთიანეთი, სადაც სიკვდილიანობა აღემატება შობადობას. მცხეთა-მთიანეთში ისევე როგორც 5 სხვა რეგიონში 1 ივნისიდან შობადობის წახალისების კუთხით ხორციელდება პრემიერის ინიციატივა - მესამე და შემდეგი შვილის დაფინანსება 2 წლის მანძილზე