მცხეთობა-სვეტიცხოვლობა 2014


გააზიარე:


საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 14 ოქტომბერს კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღვთისბრწყინვალისა და მირონმდინარისას-ს დღესასწაულს აღნიშნავს.დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ,სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საზეიმო წირვა აღავლინა. წირვის პარალელურად, სვეტიცხოვლის წინ, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ, ქართული კულტურისა და ლაზური ენის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისათვის, მცხეთის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიანიჭა და დიპლომები გადასცა მოძმე ლაზების სამ წარმომადგენელს:ემრე გურქანს, უმით ოსმანაღლაოღლუს და შენერ ენდეროღლეს. დაჯილდოვების შემდეგ, ლაზური სახლის შექმნის იდეის მემორანდუმს ლაზებმა და ქართველებმა ხელი მოაწერეს . მცხეთის ცენტრალურ ქუჩაზე, მთელი დღის განმავლობაში სამ სცენაზე პარალელურად იმართებოდა კულტურული ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობას თბილისისა და საქართველოს რეგიონების საესტრადო, ფოლკლორული, ქორეოგრაფიული, სამეჯლისო, ხალხური და ვოკალური ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას. ასევე, გაიმართა სპორტული შეჯიბრებები. მოეწყო რეგიონში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის, თექის, ფერწერის, გრაფიკის, მელქიორის, ვერცხლის, მინანქრის ნამუშევრები. საღამოს, ცენტრალურ მოედანზე გაიმართა გალა-კონცერტი, სადაც, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ღონისძიებაზე მყოფ საზოგადოებას მცხეთობა-სვეტიცხოვლობა მიულოცა. კონცერტი ფოიერვერკით დასრულდა. აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთაში იმყოფენოდნენ, ცენტრალური და ადილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მინისტრები, პარლამენტარები და საპატიო სტუმრები.