ბავშვთა დაცვის დღე
ივნისი 1, 2015

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ მცხეთის მერიის ორგანიზებით სვეტიცხოვლის მოედანზე გაიმართა სტუდია "მაჩაბელას" კონცერტი.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი
მაისი 26, 2015

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ,ქალაქ მცხეთის მერიის და კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. მცხეთის ცენტრალურ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ღონისძიებები და მასში მონაწილეობა სხვადასხვა ანსამბლებმა მიიღეს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე განთავსებული იყო თავდაცვის სამინისტროს 9 ერთეული მძიმე ტექნიკა და ბავშვებისათვის გასართობი ატრაქციონები, რითაც მათ საშუალება ქონდათ უფასოდ ესარგებლათ.

ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი
მაისი 9, 2015

9 მაისს, მცხეთის სკვერში, ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი აღინიშნა. ომის ვეტერანებს დღესასწაული მიულოცეს ქალაქ მცხეთის მერმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ, ვიცე მერმა ილია რუხაძემ, მერის მოადგილემ გიორგი ელოშვილმა და მერიის სამსახურის უფროსებმა. ასევე ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ მცხეთის საკრებულოს თავჯდომარე ილია ჯიშკარიანი, მოადგილე ავთანდილ ედიშერაშვილი, საკრებულოს წევრები,სახელმწიფო რწმუნებულ გუბერნატორი მოადგილეები და მცხეთის

აშშ-ს ელჩი მცხეთაში დღის ცენტრი
მაისი 1, 2015

1 მაისს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივითა და ქალაქ მცხეთის მერიის ა(ა)იპ „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების „ ორგანიზებით, დღის ცენტრის - „ მომავლის რწმენა 2009“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს გადაეცათ სასკოლო და ჰიგიენური ნივთების ნაკრებები, საკვები და ტკბილეული. დღის ცენტრის ბენეფიციარებმა სტუმრებისთვის მცირე წარმოდგენა გამართეს.