საავტომობილო ტური „მოგზაურობა ათიათას კილომეტრიან აბრეშუმის გზაზე“
აგვისტო 20, 2014

მასშტაბური კულტურულ-ეკონომიკური მედიაღონისძიებაა, რომელმაც სტარტი 2014 წლის 19 ივლისს ჩინეთის ქალაქ სიანში (ისტორიულად აბრეშუმის გზის სათავე) აიგო. საქართველოში მონაწილეები ლარსის გავლით 20 აგვისტოს შემოვიდნენ. მონაწილეები საქართველოში შემდეგ მარშრუტს გაივლიან: ლარსი-სტეფანწმინდა-თბილისი-მცხეთა-უფლისციხე-ქუთაისი-ბათუმი-სარფი.