სამხარეო საკონსულტაციო საბჭო
Octomber 17, 2014

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა, მცხეთა-მთიანეთის პრეზიდენტის რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანი სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს შექმნაა, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ინტერესების წარმოდგენას და გათვალისწინებას.

შევაჩეროთ ტუბერკულოზი ჩვენს ცხოვრებაში
Sectember 22, 2014

საქართველოში ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის“ წარმომადგენელმა გიორგი ბახტურიძემ, დღეს, მცხეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა, თემაზე - ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა მარტივადაა შესაძლებელი- „შევაჩეროთ ტუბერკულოზი ჩვენს ცხოვრებაში“.