მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახში, ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა.
სამუშაოები ჩარდახის ოთხ უბანში, 2 048 მ სიგრძის გზაზე, ასფალტის საფარის მოწყობასა და მოსახლეობის ეზოებამდე მისასვლელების მოწესრიგებას ითვალისწინებს.
საჭირო მონაკვეთებზე მოეწყო სანიაღვრე არხებიც.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 749 749 ლარს შეადგენს. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.