15 ივლისი | 2026
სამედიცინო სკრინინგი მუხრანში
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თბილისის „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, მუხრანის ამბულატორიულ ცენტრში მოსახლეობისთვის სამედიცინო სკრინინგი გაიმართა. სკრინინგის ფარგლებში ასამდე მოქალაქემ მიიღო ექიმ-სპეციალისტების კონსულტაცია, ასევე ჩატარდა საჭირო სამედიცინო კვლევები.
























