საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან - დიმიტრი ზურაბიშვილთან, პირველ მოადგილესთან - ლაშა მაღრაძესთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან - ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, მცხეთის იუსტიციის სახლის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
მცხეთის ფილიალი მოქალაქეებს შესთავაზებს თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და მომხმარებელზე მორგებულ გარემოს, რაც სერვისების კიდევ უფრო სწრაფად და ხარისხიანად მიწოდებას უზრუნველყოფს.
ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით 7 იუსტიციის სახლის ფილიალის მშენებლობა მიმდინარეობს.