მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მცხეთაში იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მცხეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.

დავით სონღულაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან - დიმიტრი ზურაბიშვილთან, დელეგატთან - დიმიტრი ხუნდაძესთან, მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან - ალექსანდრე ზაგაშვილთან და მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან - გიორგი ელოშვილთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო.

მინისტრმა, რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, ასევე, დაათვალიერეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს ოფისში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ადგილზე გაიმართა თანამშრომლებთან შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც საუბარი შეეხო მუშაობის სპეციფიკასა და არსებულ გამოწვევებს. 

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ნატახტარშიც, სადაც სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული დეპარტამენტის ახალი შენობა და გაყინული პურ-ფუნთუშეულის საწარმო შპს „ფუდ ალიანსი“ დაათვალიერეს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018