მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მუხრანის პირველი საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

მუხრანის პირველი საჯარო სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან, დიმიტრი ზურაბიშვილთან, მხარის დელეგატთან - დიმიტრი ხუნდაძესთან  და   მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან - ალექსანდრე ზაგაშვილთან ერთად დაათვალიერა. 

მუხრანის პირველ საჯარო სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად, ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. 

სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. ასევე, მოწყობილია სპორტული ინფრასტრუქტურაც.

მინისტრი, რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ასევე იმყოფებოდა მცხეთის პირველ საჯარო სკოლაში, სადაც არსებულ საჭიროებებს გაეცნო და სკოლის პედაგოგებს შეხვდა.

შეხვედრისას ხაზი გაესვა მთელი ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ მთავრობისთვის ეს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018