მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ახალი სასწავლო წელი დაიწყო

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მოადგილე გიორგი ბაჯაძესთან ერთად, ახლად რეაბილიტირებულ მუხრანის პირველ საჯარო სკოლას, ასევე,  მაღალმთიანი სოფლის ახალდაბის საჯარო სკოლას ესტუმრა და  მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

"ეს დღე მნიშვნელოვანი და ემოციურია ყველა ჩვენგანისთვის. ბევრმა პირველად შეაღო საბავშვო ბაღის, სკოლის, უმაღლესი სასწავლებლის კარი. 

ეს დღე არასდროს გვავიწყდება და მიგვყვება მთელი ცხოვრება, როგორც ახალი ეტაპის დასაწყისი. 

განათლებული თაობა ის ძალაა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი უნდა ააშენოს.

მადლობას ვუხდი ყველა პედაგოგსა და სკოლის თანამშრომელს, რომლებიც დიდ შრომას დებთ მომავალი თაობის აღზრდისა და განათლების საქმეში.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია გააგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რათა ყველა მოსწავლეს ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემო.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, წინსვლასა და წარმატებებს გისურვებთ!" - განაცხადა დიმიტრი ზურაბიშვილმა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018