მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში, ღვთისმშობლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ღონისძიებები გაიმართა.
წილკნის ღვთისმშობლის შობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია წილკნისა და დუშეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ზოსიმემ აღავლინა.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ღია შეჯიბრება ჩატარდა ქართულ ჭიდაობაში. გამარჯვებულებს პრიზები და სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებას მერიის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები და მცხეთის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.