მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, ტრადიციულად, ქეთევანობა - მუხრანობის დღესასწაული აღინიშნა.
დამსწრე საზოგადოებას დღესასწაული მიულოცეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე ზაგაშვილმა და მცხეთის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა ბაქრაძემ.
მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული აქტივობები მიმდინარეობდა.
მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების, ბრენდირებული ღვინოების, თანამედროვე და მხატვრული ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდა მცხეთის მუნიციპალიტეტის, მოწვეული შემოქმედებითი ჯგუფების, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და საესტრადო ვოკალურ ანსამბლ „ოდას" კონცერტი. ასევე, დამსწრე საზოგადოებას მუხრანის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ბიბლიოთეკამ შემეცნებით-ისტორიული ღონისძიება „ქეთევან დედოფლის მოწამეობა“ წარუდგინა.
სადღესასწაულო პროგრამა ჯგუფ "ურსას" გალაკონცერტით დასრულდა.
ღონისძიებას ესწრებონენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ბაჯაძე, საკრებულოს დეპუტატები და მერიის თანამშრომლები.