სოხუმის დაცემიდან 32-ე წლისთავთან დაკავშირებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრთან, მცხეთა-მთიანეთის დელეგატთან - დიმიტრი ხუნდაძესთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსთან - მურთაზ გაბიტაშვილთან და ვეტერანებთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალები ყვავილებით შეამკო სოფლებში - ბიწმენდში, ძალისში, მუხრანსა და ციხისძირში.
აფხაზეთის ომში დაღუპულებს პატივი, ასევე, მიაგეს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა - გოჩა ქავთარაძემ და თეიმურაზ ბექაურმა, მცხეთის მერის მოადგილეებმა - თამაზ ფოლოდაშვილმა და გიორგი ბაჯაძემ, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ელოშვილმა, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, გელა ბაქრაძემ და მერის წარმომადგენლებმა.