მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, შიდა საუბნო გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილეებთან - თამაზ ფოლოდაშვილთან და გიორგი ბაჯაძესთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 356 047 ლარს შეადგენს. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.