მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თეზამში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მდინარე თეზამის ხევზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.პროექტი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილეებთან - თამაზ ფოლოდაშვილთან და გიორგი ბაჯაძესთან ერთად დაათვალიერა.საფეხმავლო ხიდი 100-კომლიანი სოფლის ორ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს.