მცხეთობა - სვეტიცხოვლობა 2025
სადღესასწაულო პროგრამა:
10:00-13:00 - საზეიმო წირვა-ლოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში;
10:00-18:00 - საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო, ხალხური რეწვის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ბრენდირებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
მცხეთის დიადი ისტორიის ამსახველი შემეცნებით-გასართობი სივრცეები და ეროვნული თვალსაჩინოებების საგამოფენო კუთხე;
10:00-18:00 - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების (ადმინისტრაციული ერთეულები) საშემოდგომო-საგამოფენო სივრცეები, სადეგუსტაციო კუთხეები;
11:00-16:00 - მუნიციპალიტეტის სასპორტო დაწესებულებების სპორტულ-სანახაობრივი აქტივობები, სახალხო შეჯიბრებები, სპორტულ-გასართობი თამაშები;
12:00-18:00 - ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნიმუშებისა და ქართული ტრადიციული სამზარეულოს სადეგუსტაციო კუთხეები, ეროვნული კულინარიული მასტერკლასები, ქართულ წეს-ჩვეულებათა იმიტირებული აქტივობები;
12:00-18:00 - ბავშვთა გასართობი სივრცეები, სანახაობითი ატრაქციები, არქეოლოგიური ზონა, შოუ-პროგრამა, ქუჩისა და პანტომიმის თეატრის პერფორმანსი, ატრაქციონები და გასართობ-ინტელექტუალური თამაშები;
სადღესასწაულო კონცერტი:
12:00-15:30 - მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები;
16:30-17:30 - მცხეთის ბენდი The light room;
17:30-18:00 - მისალმება - მილოცვა - ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული საპატიო სტუმრები;
გალა-კონცერტი:
18:00-19:30 - ჯგუფი - 1/4 და ლინდა ადამია;
19:30-20:15 - ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“;
20:30-21:30 - ეთნო-ბენდი „შერეკილები“;
21:30-23:00 - დიჯეი L’ONE და TEO-CEO
წამყვანები: ზურა გორგაძე და თაკო ჩორგოლაშვილი.
ქალაქი მცხეთა, ცენტრალური მოედანი.