„მცხეთობა-სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 13 ოქტომბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება.
მცხეთაში ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალური საშვის გარეშე.
13 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან შეიზღუდება მოძრაობა მცხეთის ცენტრალურ მოედანზე 15 ოქტომბერს დილის 06:00 საათამდე.
ამ ხნის განმავლობაში მოძრაობა მცხეთაში იქნება ცალმხრივი.
ფარნავაზის მოედნიდან მცხეთაში შემოსული ავტოტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს კოსტავას ქუჩით დასავლეთის მიმართულებით.
მცხეთაში დასავლეთიდან შემოსულ ტრანსპორტს კი ბებრის ციხიდან თეატრონის მიმართულებით შეეძლება საპარკინგე სივრცისკენ გადაადგილდება.
მუნიციპალური ტრანსპორტი, საზეიმო დღეებში, განსაზღვრული მიმართულებით, უფასოდ მოემსახურება მგზავრებს ღამის 24:00 საათამდე.
თბილისიდან მცხეთაში შემომავალ საზოგადოებრივი ტრანსპორტს დასავლეთიდან ნარეკვავის გავლით ბაზრის უბნის მიმდებარე ტერიტორიამდე შეეძლება გადაადგილება და იგივე მიმართულებით დაბრუნდება თბილისისკენ.
არმაზიდან შემომავალი შიდა ტრანსპორტი, ფარნავაზის მოედნიდან ხელოვნების სკოლამდე იმოძრავებს, ხოლო ნარეკვავიდან შემოსულ შიდა ტრანსპორტს შეეძლება ბაზრის უბნამდე გადაადგილება.