მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


„სვეტიცხოვლობა-მცხეთობა„

ქალაქ მცხეთაში, ტრადიციულად, „სვეტიცხოვლობა-მცხეთობის“ დღესასწაული აღინიშნა.

თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურებას საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საბავშვო-გასართობი და შემეცნებითი აქტივობები გაიმართა. მოეწყო ქართული ტრადიციული სამზარეულოს სადეგუსტაციო კუთხეები და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საშემოდგომო სივრცეები. ასევე, მიმდინარეობდა საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ხალხური რეწვის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.  

დღის განმავლობაში კონცერტი ჩატარდა მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და ხალხური ანსამბლების მონაწილეობით.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და დღესასწაული მიულოცეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ღონისძიებაზე ქალაქ მცხეთას სტუმრობენ დამეგობრებული ქალაქების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები  ლატვიიდან, პოლონეთიდან, ლიეტუვადან, ბელარუსიიდან,  გერმანიიდან და სომხეთიდან.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018