,,მცხეთობა-სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გალაკონცერტით დასრულდა.
კონცერტში მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა შემსრულებლებმა - ლინდა ადამიამ და ბენდმა 1/4-მა, ჯგუფმა „ქუჩის ბიჭებმა“, ეთნო-ბენდმა „შერეკილებმა“ და ადგილობრივმა ბენდმა The light room.
დღის ბოლოს აუდიტორიის განწყობაზე იზრუნეს დიჯეებმა - L’ONE და TEO-CEO.
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში, ქალაქ მცხეთის ცენტრალურ მოედანზე მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საბავშვო-გასართობი და შემეცნებითი აქტივობები გაიმართა.